Wednesday, May 4, 2016

სასწავლო პროექტის გეგმა

მეცხრე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს მოვაწესრიგე ჩემი პორტფოლიო.ყველა დოკუმენტზე მუშაობა დავასრულე.გამზადებული პორტფოლიოავტვირტე გუგლის დისკზე. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პროექტის გეგმები და მოსაზრებები. ტრენინგი ნაყოფიერი გამოდგა.ვფიქრობ აქ მიღებულ გამოცდილებას წარმატებით გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

Tuesday, May 3, 2016

მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს დავასრულე პრეზენტაციაზე მუშაობა. ყურადღებით გადავათვალიერე ჩემი საქაღალდე.ჩემს მიერ მოძიებულ მასალებს მიუჩინე თავისი ადგილი . მოვაწესრიგე ყველა მასალა. ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა და კმაყოფილი ვარ.

Monday, April 25, 2016

მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს გავეცანი პრეზენტაციის შაბლონს. მოვიძიეთ ინტერნეტში პრეზენტაციის მოსამზადებლად საჭირო ფოტო-ვიდეო მასალა ინტერნეტ მისამართები. გადავიტანეთ ციტირებულ დოკუმენტში და დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა.

Wednesday, April 20, 2016

მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია

მეექვსე ტრენინგ დღეს ჩვენ დავწერეთ პრეზენტაციის სამოქმედო გეგმა.გავეცანით დროის მენეჯმენტს.გავწერეთ ჩვენი პროექტი დროში.დასრულებული სახე მივეცით პროექტის გეგმას. შევიმუშავეთ სპეციალური საჯიროებების და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები.

Monday, April 18, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის შეფასების გეგმაზე.გავეცანი სხვადასხვა პროექტის შეფასების გეგმის ნიმუშებს. შევიმუშავებ ჩემი პროექტის შესაბამისი შეფასების გეგმა.აღვწერეთ შეფასების ინსტრუმენტები.

Wednesday, April 13, 2016

მეოთხე მოდულის რეფლექსია

დავიწყე შეფასების ინსტრუმენტზებზე მუშაობა და მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.

Monday, April 11, 2016

მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს უკვე შევარჩიეთ თემა და ამ თემის გარშემო დავიწყეთ მუშაობა. თემა საკმაოდ საინტერესოა. შევურჩიეთ საგნობრივი სტანდარტები, რომელიც მაღალი დონის სააზროვნო  უნარებსა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზეა გათვლილი. ასევე გავწერეთ სასწავლო მიზნები. დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.

Friday, April 8, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

დავიწყეთ ინტელის ტრენინგი, ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო იქნება. პირველ მოდულში განვიხილეთ პროექტების სწავლების თავისებურებები,დავათვალიერეთ  პროექტის გეგმების ნიმუშები. შევქმენით პროექტის პორტფოლიო და დავიწყეთ მუშაობა საპროექტის თემის შერჩევისათვის.  ვფიქრობ ტრენინგი არ გამიძნელდება და საკმაოდ საინტერესო  პროექტსაც შევქმნი.